კოკა-კოლას საწარმო ნატახტარში
პროექტის შესახებ

„ოლ-პი ჯგუფის“ წარმატებით ითანამშრომლა გამაგრილებელი სასმელების მსოფლიო ბრენდ „კოკა-კოლასთან“ და  ახალ ქარხანაში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

 

 საერთაშორისო მოთხოვნებისამებრ, ქარხნის ტერიტორიის შიდა ნაწილის მშრალ ზონებში, მოეწყო სამრეწველო იატაკი ფხვნილით გამკვრივებული ზედაპირით, საწარმოო ტერიტორიასა და ლაბორატორიის ოთახებში კი - HACCP-ის სტანდარტის შესაბამისი, პოლიმერული და პოლიმერბეტონის იატაკი.

 

19 000 კვ.მ-მდე შიდა და 15 000 კვ.მ-მდე გარე ტერიტორიის ბეტონის მოწყობა სრულად ,,ოლ-პი ჯგუფმა“ უზრუნველყო.

 

 

გალერეა
სამშენებლო სერვისები