პოლიმერული იატაკები

სერვისის შესახებ

„ოლ-პი ჯგუფის“ ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას პოლიმერული იატაკები წარმოადგენს. კომპანიის სპეციალისტები სისტემატურად გადიან საერთაშორისო ტრენინგებს პროდუქტის ტიპებისა და მათი მოწყობის ტექნოლოგიების შესახებ.

 

პოლიმერული იატაკები შემადგენელი სისტემებისა და დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, აუცილებელია პროდუქტის ზუსტი შერჩევა მისი გამოყენების არეალის მიხედვით.

 

პოლიმერული იატაკის უპირატესობები:

 

  •  ცვეთამედეგობა;
  •  ქიმიური მედეგობა;
  •  ანტიბაქტერიულობა;
  •  ეკოლოგიურობა;
  • ანტისტატიკურობა.

 

პოლიმერული იატაკი არ მტვერდება, მარტივია მისი მოვლა, გააჩნია ფაქტურისა და ფერების ფართო არჩევანი.

 

პროდუქტის მოწყობამდე, სასურველია, „ოლ-პი ჯგუფის“ სპეციალისტების ჩართულობა ობიექტის დაგეგმარებაში, იატაკის მოჭიმვასა და მისი ზედაპირის დამუშავებაში.

 

„ოლ-პი ჯგუფი“ გთავაზობთ ნიმუშის მოწყობა ობიექტზე, აუცილებლობის შემთხვევაში, კი  გამოყენების ადგილზე საჭირო მიკროკლიმატის შექმნას.

 

პოლიმერული იატაკების მიმართულებით,  „ოლ-პი ჯგუფი“ საერთაშორისო ბრენდის FLOWCRETE ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

გამოყენების არეალი:

 

  • კვების მრეწველობა;
  • ღვინის მრეწველობა;
  • სამედიცინო დაწესებულებები;
  • ესთეტიკური ცენტრები;
  • საცხოვრებელი სახლები;
  • სასტუმროები;
  • ავტოსადგომები;
  • სავაჭრო ცენტრები.
გალერეა
სამშენებლო სერვისები