„ოლ-პი ჯგუფს“ ბეტონის იატაკების მოწყობის მიმართულებთ, საქართველოში უკონკურენტო გამოცდილება გააჩნია. სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისთვის, მის მიერ შესრულებული სამუშაოები 3 მლნ კვ.მ. ფართობს აჭარბებს.
კომპანია იყენებს ახლადმოწყობილი ბეტონის ( მისი გამყარების პროცესში) სპეციალური მანქანებით მოპრიალების ტექნოლოგიას. შედეგად, ბეტონის ზედაპირი მყარდება, ხდება პრიალა, მტკიცე, არაამტვერებადი და უძლებს ქიმიურ დატვირთვებს.
„ოლ-პი ჯგუფის“ მოწყობილი ბეტონის იატაკები გამოირჩევა ხანგძლივი ექსპლუატაციითა და ზედაპირის იდეალური სისწორით.
კომპანია ასევე გთავაზობთ მოსამზადებელი სამუშაოების, საფუძვლის მოწყობისა და წყლის გადაყვანის სისტემების ოპტიმალურ დაგეგმარებას.
„ოლ-პი ჯგუფის“ საქმიანობას თავდაპირველად მოჭიმული იატაკის სამუშაოები წარმოადგენდა. ამ მიმართულებით, კომპანიას 16-წლიანი გამოცდილება აქვს.
2007 წელს „ოლ-პი ჯგუფმა“ შემოიყვანა საქართველოში დუღაბის პირველი სატუმბი დანადგარი, რის შემდეგაც მოჭიმული იატაკის სამუშაოები ქვეყანაში მექანიზებული გახდა.
სერვისის უპირატესობა:
იდეალურად სწორი ზედაპირი, გერმანული ინდუსტრიული სტანდარტის #DIN18202 მოთხოვნისამებრ:
• დუღაბის მაღალი მარკა B—20 და B-22,5 ბრიტანული სტანდარტების შესაბამისად.
• ხმის და ვიბრაციის ჩამხშობი სისტემების (მასალების) შეთავაზება/მოწყობა.
„ოლ-პი ჯგუფის“ ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას პოლიმერული იატაკები წარმოადგენს. კომპანიის სპეციალისტები სისტემატურად გადიან საერთაშორისო ტრენინგებს პროდუქტის ტიპებისა და მათი მოწყობის ტექნოლოგიების შესახებ.
პოლიმერული იატაკები შემადგენელი სისტემებისა და დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, აუცილებელია პროდუქტის ზუსტი შერჩევა მისი გამოყენების არეალის მიხედვით.
პოლიმერული იატაკის უპირატესობები:
პოლიმერული იატაკი არ მტვერდება, მარტივია მისი მოვლა, გააჩნია ფაქტურისა და ფერების ფართო არჩევანი.
პროდუქტის მოწყობამდე, სასურველია, „ოლ-პი ჯგუფის“ სპეციალისტების ჩართულობა ობიექტის დაგეგმარებაში, იატაკის მოჭიმვასა და მისი ზედაპირის დამუშავებაში.
„ოლ-პი ჯგუფი“ გთავაზობთ ნიმუშის მოწყობა ობიექტზე, აუცილებლობის შემთხვევაში, კი გამოყენების ადგილზე საჭირო მიკროკლიმატის შექმნას.
პოლიმერული იატაკების მიმართულებით, „ოლ-პი ჯგუფი“ საერთაშორისო ბრენდის FLOWCRETE ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
პოლირებული იატაკი წარმოადგენს თანამედროვე ინდუსტრიული თუ დეკორატიული ბეტონის იატაკების მოწყობის ყველაზე მოდერნიზებულ ფორმას.
იატაკის ძირითად სიმტკიცეს განსაზღვრავს არსებული ბეტონის მარკა და ზედაპირის გამამკვრივებელი ფხვნილის ხარისხი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, პოლირების ტექნოლოგია, შესაბამისი ქიმიური ხსნარების მეშვეობით, აკეთილშობილებს ბეტონის ზედაპირს.
ზუსტი ტექნოლოგიური მეთოდით დამუშავების შედეგად, ძველი თუ ახალი ბეტონის იატაკი გარდაიქმნება ცვეთამედეგ, გამძლე, მარმარილოს მსგავს, წყალგაუმტარ, პრიალა, მაღალი ოპტიკის მქონე იატაკად.
პოლირებული იატაკის უპირატესობები:
პოლირებული იატაკი უძლებს მაღალ ინტენსიურ დატვირთებს და გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.
პოლირებული იატაკის მოწყობას „ოლ-პი ჯგუფი“ გერმანული ტექნიკით ახორციელებს, პროდუქტის დამუშავებისას კი კომპანია ბელგიური ბრენდის Convergent ხსნარებს იყენებს.
„ოლ-პი ჯგუფის“ ერთ-ერთი ძირითად მიმართულებას ჰიდროიზოლაციის სისტემები წარმოადგენს. სერვისი, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, გამოირჩევა ენერგოეფექტურობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.
ასორტიმენტი:
·
ჰიდროიზოლაციის სამუშაოებს „ოლ-პი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან KOSTER და BOTAMENT ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებს.
კომპანიებს შორის თანამშრომლობის მიზანი, ჰიდროიზოლაციის მიმართულებით, საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა.
„ოლ-პი ჯგუფი“ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს საცხოვრებელი თუ კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის.
დამკვეთებს შეუძლიათ ისარგებლონ სარემონტო სამუშაოების როგორც სრული, ასევე ცალკეული სერვისით. მოთხოვნის შესაბამისად, პროცესში ერთვებიან კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერები.
„ოლ-პი ჯგუფს“ შესაძლებლობა აქვს შეასრულოს პრემიუმ ხარისხის სარემონტო სამუშაოები, რაც სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებას გულისხმობს.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, საწარმოო და კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა „ოლ-პი ჯგუფის“ ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა.
კომპანიის გუნდში წარმოდგენილი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები დამკვეთებს კრეატიულ ხედვასა და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ. „ოლ-პი ჯგუფის“ სარემონტო სამუშაოების დეპარტამენტი კი პროცეს უახლესი ტენდენციებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ასრულებს.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თითოეულ ეტაპს ზედამხედველობას უწევენ კომპანიის ტექნიკური, კომერციული, შრომის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტები.
„ოლ-პი ჯგუფის“ საქმიანობის მორიგ სეგმენტს იატაკის ელასტიური და რბილი საფარები (ვინილი,ხალიჩა) წარმოადგენს.
რბილი იატაკის მიმართულებით, „ოლ-პი ჯგუფის“ პარტნიორები არიან საერთაშორისო კომპანიები BALSAN, GERFLOR, AXPROCONCEPT, TOUCAN-T, MILLIKEN, TECSOM. აღნიშნული ბრენდები აწარმოებენ სხვადასხვა მატერიისა და ხარისხის რბილ იატაკებს, თანამედროვე და კომფორტული გარემოს შესაქმნელად სახლებში, სასწავლო დაწესებულებებში, სასტუმროებსა თუ სხვა კომერციულ არეალებში.
რბილი იატაკი მარტივია მოსავლელად, გამოირჩევა ამტანიანობით და გამართლებულია მისი გამოყენება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. იგი კარგად ახშობს ხმას და ქმნის როგორც ესთეტიურად სასიამოვნო, ასევე კომფორტულ გარემოს.
ვინილის იატაკი კი გამოიყენება სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, სპორტულ დარბაზებში. ელასტიური საფარის ზედაპირი დაცულია პოლიურეთანის დამცავი ფენით PUR Protect®, რაც უზრუნველყოფს მის დამატებით მედეგობას მექანიკური და ქიმიური დატვირთვებისადმი. აქვს ანტიბაქტერიული და სოკოსგან დამცავი თვისებები. ვინილის იატაკს გააჩნია აგრეთვე ანტისტატიკური თვისებები, რაც აუცილებელი პირობაა ფართებისთვის, სადაც განთავსებულია დიაგნოსტიკური, ტრანსმისიური და საკონტროლო-საზომი აპარატურა.
„ოლ-პი ჯგუფის“ სერვისებში გამორჩეული ადგილი უჭირავს ტერაცოსა და ვეტრაცოს იატაკების მოწყობას.
იატაკის აღნიშნული ტიპები ხასიათდება გამორჩეული ესთეტიკურობით, ფერებისა და ორნამენტების მრავალფეროვნებით. შემადგენელ კომპონენტებს (შუშა, ქვა, მარმარილო) ნებისმიერი დიზაინერული კონცეფციის გადმოცემა შეუძლია, სწორედ ამიტომ ის პრემიუმ კლასის იატაკად მიიჩნევა.
ტერაცოსა და ვეტრაცოს იატაკის უპირატესობები:
ტერაცო/ვეტრაცო მხოლოდ ეფექტური ვიზუალის მასალა არაა, მას ღირებულებითი დატვირთვა აქვს. იგი რეციკლირებული მასალისგან შედგება და ეკომეგობრულ პროდუქტს წარმოადგენს.
ვეტრაცოს იატაკის მოწყობას საქართველოში, ისევე როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში, მხოლოდ კომპანია ,,ოლ-პი ჯგუფი“ ახორციელებს.