ბეტონის იატაკები

სერვისის შესახებ

„ოლ-პი ჯგუფს“ ბეტონის იატაკების მოწყობის მიმართულებთ, საქართველოში უკონკურენტო გამოცდილება გააჩნია. სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისთვის, მის მიერ შესრულებული სამუშაოები 3 მლნ კვ.მ. ფართობს აჭარბებს.

 

კომპანია იყენებს ახლადმოწყობილი ბეტონის ( მისი გამყარების პროცესში) სპეციალური მანქანებით მოპრიალების ტექნოლოგიას. შედეგად, ბეტონის ზედაპირი მყარდება, ხდება პრიალა, მტკიცე, არაამტვერებადი და უძლებს ქიმიურ დატვირთვებს.

 

„ოლ-პი ჯგუფის“ მოწყობილი ბეტონის იატაკები გამოირჩევა ხანგძლივი ექსპლუატაციითა და ზედაპირის იდეალური სისწორით.

 

კომპანია ასევე გთავაზობთ მოსამზადებელი სამუშაოების, საფუძვლის მოწყობისა და წყლის გადაყვანის სისტემების ოპტიმალურ დაგეგმარებას.

 

 

გამოყენების ადგილები:   

 

  • საწყობები;
  • საწარმოები;
  • სავაჭრო ცენტრები;
  • ავტოსადგომები;
  • ოფისები;
  • ბილიკი;
  • გზა;
  • გარე ტერიტორია; 
  • საზოგადოებრივი სივრცეები.
გალერეა
სამშენებლო სერვისები