„ოლ-პი ჯგუფი” სერვისების ფართო სპექტრით ოპერირებს: ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკების მოწყობა, ჰიდროიზოლაციის და მოჭიმული იატაკის სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.
კომპანია 2007 წელს დაფუძნდა.
თავდაპირველად, „ოლ-პი ჯგუფის“ საქმიანობის სფერო იატაკის ტექნოლოგიებს მოიცავდა. სწორედ მან შექმნა საქართველოში პირველად ტერაცოს, ვეტრაცოს და რუსტიკის იატაკები, მოჭიმული იატაკის სამუშაოები კი მექანიზებული გახადა. „ოლ-პი ჯგუფმა“ მალევე მოიპოვა იატაკის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიის სტატუსი, რასაც სერვისების გაფართოება და კომპანიის ახალ ეტაპზე გადასვლა მოჰყვა.
დაარსების დღიდან „ოლ-პი ჯგუფი“ ორიენტირებულია განვითარებაზე და ქართულ ბაზარს სისტემატურად სთავაზობს ინოვაციურ სერვისებსა და პროდუქტებს.
,,ოლ-პი ჯგუფის“ შექმნილმა სტანდარტებმა საერთაშორისო ბრენდებს საქართველოში ოპერირებისთვის ერთგვარი ბიძგი მისცა, რადგან კომპანიამ, იატაკის ტექნოლოგიებში, მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიის შესაბამისი მომსახურების მიღება გახადა შესაძლებელი.
შედეგად, დღეს, კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდებისთვის განხორციელებული მასშტაბური პროექტები.
2022 წელს კომპანიამ საკუთარი სერვისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა და დაფუძნდა „ოლ-პი უზბეკეთი“.
ნიკოლოზ მაჩალაძე - "ოლ-პი ჯგუფის" დირექტორი
ნიკოლოზ მაჩალაძე 1985 წლის 30 მაისს ქ. თბილისში დაიბადა.
განათლება, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაციით, 2002-2006 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. 2004-2008 წლებში კი, მარკეტინგს „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“ დაეუფლა.
მენეჯმენტის, მარკეტინგისა და გაყიდვებისა მიმართულებით, ის არაერთი საერთაშორისო ტრენინგისა თუ სემინარის მონაწილეა.
2015 წლამდე ნიკოლოზ მაჩალაძის საქმიანობა უკავშირდება წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიაში.
2015 წელს კი შეუერთდა კომპანიას „ოლ-პი ჯგუფი“ პოლიმერული იატაკების მიმართულების ხელმძღვანელის, მალევე კი კომერციული დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა დამკვეთთა პროფილი.
2019 წლიდან ნიკოლოზ მაჩალაძე „ოლ-პი ჯგუფის“ დირექტორის პოსტს იკავებს. მისი ხელმძღვანელობა კომპანიისთვის არაერთი სტრატეგიული მიზნის შესრულებასთან არის დაკავშირებული. „ოლ-პი ჯგუფისთვის“ მნიშვნელოვანი იყო კორონავირუსის რეგულაციების პირობებში მდგრადობის შენარჩუნება. გამოწვევას კომპანიამ პროექტებისა და თანამშრომლების რაოდენობის ზრდით უპასუხა.
ნიკოლოზ მაჩალაძის განხორციელებულ ბიზნეს ამოცანებს შორისაა საერთაშორისო ბაზრის ათვისებაც. მისი უშუალო ჩართულობითა და ინიციატივით, კომპანიამ სერვისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა. შედეგად, „ბელტერა ჰოლდინგთან“ პარტნიორობით, 2022 წელს „ოლ-პი უზბეკეთი“ დაფუძნდა.