"ოლ-პი ჯგუფმა" "X2 დეველოპმენტის“ მშენებარე ობიექტზე საძირკველის ფილის მოპრიალება სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიით განახორციელა.
მთელ რიგ უპირატესობებთან ერთად, აღნიშნული მიდგომა პროექტის ფინანსურ ნაწილს მნიშვნელოვნად ამცირებს რადგან:
- ტრადიციული პრაქტიკისგან განსხვავებით, არ საჭიროებს იატაკის დამატებით შრეს. ფუნდამენტის ფილის ზედაპირი მუშავდება მექანიზირებული მეთოდით, შემდგომ კი გამოიყენება ტექნოლოგიური მასალა, რის შედეგადაც მიიღება 700-800 მარკის ცვეთამედეგი საპარკინგე იატაკი. პროდუქტი გამოირჩევა გრძელვადიანი ექსპლუატაციით;
- ნარჩუნდება ჭერის სიმაღლე, რაც საგრძნობლად ამარტივებს საკომუნიკაციო სისტემის მოწყობას;
- შენობის 1კვ.მ მცირდება 250 - 320 კილოგრამით, რაც უზრუნველყოფს მის კონსტრუქციულ მდგრადობას სეისმური დატვირთვის დროს.
სამუშაო პროცესი 900 კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.