ვაინ კახეთის საწარმო
პროექტის შესახებ

,,ოლ-პი ჯგუფი" ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს, რაც ინდუსტრიის სპეციფიკას მორგებული, იატაკის სისტემების თვისობრივი მრავალფეროვნების დამსახურებაა.

ამჯერად კომპანიამ თელავში მდებარე „ვაინ კახეთის“ მაღალტექნოლოგიური საწარმოს ტერიტორიაზე განახორციელა სამუშაოები.

ქარხნის შიდა, საწარმოო სივრცეში პოლიმერბეტონის მწვანე იატაკი მოაწყო. აღნიშნული პროდუქტის მოქმედებას ვერცხლის იონის შემცველი ანტიმიკრობული დანამატი პოლიგინი განსაზღვრავს. იგი განუწყვეტლივ გამოსცემს ვერცხლის იონებს იატაკის ზედაპირისკენ და იქ არსებულ ბაქტერიებსა თუ ვირუსებს სრულად ანადგურებს. აღნიშნულ პროდუქტი "ოლ-პი ჯგუფისთვის“ წამყვან ბრიტანულ ბრენდთან FLOWCRETE ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებშია ხელმისაწვდომი.

შესრულებული სამუშაოს მასშტაბმა 474 კვ.მ. შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ "ოლ-პი ჯგუფის" შესრულებულია ღვინის ქარხნის გარე სივრცის ბეტონის იატაკის მოწყობაც.

სამშენებლო სერვისები