თოლიას ქარხანა
პროექტის შესახებ


კომპანია „ოლ-პი ჯგუფმა“ შპს „ქართუ უნივერსალი“-ს დაკვეთით წარმატებით განახორციელა პოლიმერული იატაკის და ინდუსტრიული პლინტუსების მოწყობის სამუშაოები „თოლიას“ ქარხანაში.
ინდუსტრიული პლინტუსები წარმოადგენს სპეციალურად დამზადებულ დამცავ ელემენტს, რომელიც იატაკსა და კედელს შორის ერთიან, ჰერმეტულ გადაბმას ქმნის.

 

მისი ძირითადი უპირატესობებია:

 

  • მაღალი ჰიგიენურობა (არ გროვდება ჭუჭყი და ბაქტერიები)
  • მარტივი წმენდა და მოვლა;
  • მექანიკური დაზიანებებისგან დაცვა;
  • დარტყმებისა და ტექნიკის ზემოქმედებისგან დაცვა;
  • გამძლეობა ქიმიური ზემოქმედების მიმართ.
  • ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა.

 

აღნიშნული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო HACCP-ის სტანდარტს.
პროექტის ფარგლებში გამოყენებულ იქნა მაღალი ხარისხის პოლიმერული საფარი — FLOWFRESH SR Coating (4 მმ), რომელიც გამოირჩევა:

 

  • ანტიბაქტერიული თვისებებით;
  • მაღალი მექანიკური სიმტკიცით და ცვეთამედეგობით;
  • ქიმიური და ტენიანობის მიმართ გამძლეობით;
  • ანტისრიალა ზედაპირით; (უსაფრთხო სამუშაო გარემოსთვის)
  • ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.

 

შესრულებული სამუშაოების საერთო ფართობმა 5000 კვ.მ. შეადგინა.

გალერეა
სამშენებლო სერვისები