გლობალ რეალ ისთეითიbetonis iatakebi
პროექტის შესახებ
გამოყენებული სერვისები

„ოლ-პი ჯგუფმა“  შპს „გლობალ რეალ ისთეითის“ საწარმოს  გარე ტერიტორიაზე ბეტონის სამრეწველო იატაკი, სანიაღვრე სისტემები და საკანალიზაციო ჭები მოაწყო. 


პირველ ეტაპზე „ოლ-პი ჯგუფის“ მიერ საფუძველის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა; რაც მიწის მოჭრას, არმირებასა და შემდგომ 20 სანტიმეტრიანი - B30 მარკის ბეტონის საფარის მოწყობას გულისხმობს. 


სივრცის მასშტაბურობიდან გამომდინარე საჭირო გახდა დილიტაციური ჭრები, რომელიც სანომერიკით შეივსო. აღნიშნული გადაწყვეტა ამსუბუქებს ბეტონის დაძაბულობას და გამორიცხავს კოროზიებს. 

„ოლ-პი ჯგუფის“ მიერ შესრულებული სამუშაოს მასშტაბმა 1250 კვ.მ შეადგინა. 

გალერეა
სამშენებლო სერვისები