
„ოლ-პი ჯგუფმა“ ფოთში „ისთ გეით კარგოს“ ტერმინალის მშენებლობა წარმატებით დაასრულა. პროექტი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თავისი მასშტაბითა და კომპლექსურობით . „ოლ-პი ჯგუფმა“ სხვადასხვა სამშენებლო და სპეციალიზებული მიმართულება ერთიან სამუშაო პროცესში მართა.
პროექტის ფარგლებში აშენდა 1 500 კვ.მ ადმინისტრაციული შენობა, 1 000 კვ.მ საწყობი და 500 კვ.მ სამეურნეო სივრცე. განხორციელდა ლითონკონსტრუქციების დამზადება და მონტაჟი, სენდვიჩ პანელებით მოპირკეთება, ელექტრომექანიკური საინჟინრო სისტემების მოწყობა და სხვა სპეციალიზებული სამუშაოები. “ოლ-პი ჯგუფმა” უზრუნველყო შენობების სარემონტო სამუშაოებიც.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება 50 000 კვ.მ ფართობზე ბეტონის ინდუსტრიული იატაკის მოწყობა იყო. სამუშაოები შესრულდა Laser Screed Machine-ის ტექნოლოგიით, გერმანული სამშენებლო სტანდარტის - DIN 18202-ის მოთხოვნების შესაბამისად.
სამუშაოები ზამთარში, რთულ კლიმატურ პირობებში დაიწყო, რაც პროექტის სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციას დამატებით სირთულეს სძენდა. მიუხედავად ამისა, „ოლ-პი ჯგუფმა“ უზრუნველყო პროცესების თანმიმდევრული მართვა, ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროექტის წარმატებით განხორციელება.