„ოლ-პი ჯგუფის“ მიერ წარმატებით დასრულებულ მასშტაბურ პროექტებს ზუგდიდის თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაემატა.
ობიექტზე „აიჯი აგროს“ დაკვეთით, 3176 კვ.მ. ტერიტორიაზე ბეტონის ინდუსტრიული იატაკი, ხოლო 715 კვ.მ-ზე პოლიმერული იატაკი მოეწყო.
ქარხანა 2023 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს. სამრეწველო ობიექტი აერთიანებს ფუნქციურად განსხვავებულ სივრცეებს: საწარმოო და სასაწყობო ზონები, სამაცივრე მეურნეობა, ოფისები და ა.შ.
საწარმოს მასშტაბი 10 105 კვ.მ-ს შეადგენს.