"ოლ-პი ჯგუფმა" X2 Development-ის კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსისთვის - ZenX Dighomi შეასრულა სამუშაოები.
წინა ობიექტების მსგავსად, საძირკველის მოწყობის შემდგომ, სართულებს შორის გადახურვის ფილის ჩასხმა და ფხვნილით გამკვრივებული ზედაპირის მოპრიალება განხორციელდა.
ობიექტი მასშტაბურობით გამოირჩევა. „ოლ-პი ჯგუფმა“ სამუშაოები 1400 კვ.მ. ტერიტორიაზე შეასრულა.