"ოლ-პი ჯგუფმა" X2 Development-ის მორიგ საცხოვრებელ კომპლექსზე RiverFront Residence-ზე იმუშავა და წინა ობიექტის მსგავსად, საძირკველის ფილის ჩასხმისა და მოპრიალების პროცესი განსხვავებული ტექნოლოგიით განახორციელა.
მთელ რიგ უპირატესობებთან ერთად, აღნიშნული მიდგომა პროექტის ფინანსურ ნაწილს მნიშვნელოვნად ამცირებს:
ტრადიციული პრაქტიკისგან განსხვავებით, არ საჭიროებს იატაკის დამატებით შრეს. ფუნდამენტის ფილის ზედაპირი მუშავდება მექანიზირებული მეთოდით, შემდგომ კი გამოიყენება ტექნოლოგიური მასალა, რის შედეგადაც მიიღება 700-800 მარკის ცვეთამედეგი საპარკინგე იატაკი.
რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს მასშტაბს, ობიექტის 1600კვ.მ-ზე მოეწყო საძირკველის ფილა, სადაც გამოყენებულ იქნა 2500 კუბი ბეტონი.