"ოლ-პი ჯგუფმა" ლოგისტიკური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე იმუშავა.
ობიექტზე შესრულდა არმირების, ბეტონის ჩასხმისა და მოპრიალების სამუშაოები.
აღნიშნული პროექტი კომპანია „დრაი პორტის“ მასშტაბური ცენტრია, რომელიც მშრალი ტვირთის სასაწყობე დანიშნულებით შენდება.
პროექტის კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით.
„ოლ-პი ჯგუფი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოს მასშტაბი 3 540 კვ.მ-ს შეადგენს.