მშენებლობა სიღნაღში
პროექტის შესახებ
"ოლ-პი ჯგუფი" სამშენებლო მიმართულების პროექტს ქალაქ სიღნაღში ასრულებს.
 
კომპანიამ არსებულ ობიექტზე უზრუნველყო მონოლითური კედლების მოწყობა სხვადასხვა არასტანდარტული მრუდით, სიმაღლითა და მოცულობით. დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით კი, კედლებზე ხის ფაქტურის მისაღებად, კომპანიამ შესაბამისი მეთოდოლოგია შეიმუშავა. 

ასევე პროექტის ფარგლებში  შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები, 600 კვ.მ. ტერიტორიაზე კი პადელის მოედნებისთვის ბეტონის საფარი მოეწყო.

 
სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისთვის “ოლ-პი ჯგუფის” სამშენებლო სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს არქიტექტურულ მომსახურებასაც.
გალერეა
სამშენებლო სერვისები