„ოლ-პი ჯგუფი“ სასტუმრო Lopota Lake Resort & Spa-ის რამდენიმე ახალ სივრცეზე ერთდროულად მუშაობს.
ბეტონის ინდუსტრიული იატაკები ეწყობა სასტუმროს ჰოლში, ჯაზ კლუბის შიდა სივრცესა და ღია ტერასაზე, ასევე აუზის მიმდებარე სივრცეში.
„ოლ-პი ჯგუფისა“ და სასტუმრო Lopota Lake Resort & Spa-ის თანამშრომლობას სისტემატიური ხასიათი აქვს. ამავე ობიექტზე კომპანიამ პოლირებული და ბეტონის ინდუსტრიული იატაკები მოწყო „ფიტნეს ცენტრისა“ და აზიურ რესტორნში - „იკე“. ასევე მოეწყო ჰიდროიზოლაციის სისტემები.
რაც შეეხება ახალ სივრცეებს, “ოლ-პი ჯგუფის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მასშტაბი 570 კვ-მ შეადგენს.