„ოლ-პი ჯგუფმა“ „ვიარ ჰოლდინგთან" თანამშრომლობით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა.
„კრწანისი რესორტ რეზიდენსში" „ოლ-პი ჯგუფმა“ პოლიმერული იატაკის საპარკინგე სივრცე მოაწყო.
პოლიმერული იატაკები ხასიათდება ცვეთა და ქიმიური მედეგობით, ეკოლოგიურობითა და ანტისტატიკურობით. „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ საპარკინგე სივრცეში გამოყენებულ იქნა ბეტონის იატაკისთვის განკუთვნილი პოლიურეთანის საღებავი, რომელიც გამოირჩევა ანტიკოროზიული ეფექტით. ჩამოთვლილი მახასიათებლების გათვალისწინებით, „ოლ-პი ჯგუფის“ მოწყობილი პარკინგის სისტემა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
სამუშაოები 1700 კვ.მ. ტერიტორიაზე განხორციელდა.
„ოლ-პი ჯგუფისა“ და „ვიარ ჰოლდინგის“ თანამშრომლობას სისტემატური ხასიათი აქვს. პარტნიორობის ფარგლებში „ოლ-პი ჯგუფის“ მიერ შესრულდა სარემონტო სამუშაოები და სხვადასხვა ტიპის იატაკის ტექნოლოგიები.