„ოლ-პი ჯგუფმა“ კლინიკა „ კონსილიუმ მედულას“ დაკვეთით მასშტაბურ პროექტზე იმუშავა.
მრავალპროფილური კლინიკის ახალი შენობის 5 სართულზე კომპანიამ იატაკის ტექნოლოგიების სამუშაოები შეასრულა. მინუს ერთ, მეორე, მესამე და მეოთხე სართულზე მოეწყო პოლიმერული იატაკი ჰიგიენური კუთხეებით, ხოლო მეხუთე და მეექვსე სართულზე ვინილის იატაკი.
აღსანიშნავია, რომ იატაკების ეს კონკრეტული სისტემები გამოირჩევა ქიმიური და სადეზიმფექციო საშუალებების მიმართ მედეგობით, შესაბამისად დიდი პოპულარობით სარგებლობს სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების მოწყობისთვის.
შესრულებული სამუშაოს მასშტაბი:
პოლიმერული იატაკი - 1123 კვ.მ.
ვინილის იატაკი - 544 კვ.მ.