„ოლ-პი ჯგუფმა" სასტუმრო Lopota Lake Resort & Spa-ის JAZZ CLUB-ის სივრცეზე მუშაობა დაასრულა.
ცოცხალი მუსიკის საღამოებისთვის განკუთვნილ ამ თანამედროვე და დახვეწილ ინტერიერსა და ექსტერიერში „ოლ-პი ჯგუფმა“ ბეტონის ინდუსტრიული იატაკები მოაწყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ოლ-პი ჯგუფისა“ და სასტუმრო Lopota Lake Resort & Spa-ის თანამშრომლობას სისტემატიური ხასიათი აქვს. ამავე ობიექტზე კომპანიამ პოლირებული და ბეტონის ინდუსტრიული იატაკები მოწყო „ფიტნეს ცენტრისა“ და აზიურ რესტორნში - „იკე“. ასევე მოეწყო ჰიდროიზოლაციის სისტემები.
რაც შეეხება JAZZ CLUB-ის სივრცეს, შესრულებული სამუშაოს მასშტაბმა 380 კვ-მ შეადგინა.