"ოლ-პი ჯგუფმა" გასტრონომიული მრეწველობის ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენლის, კომპანია "დელფუდის" საწარმოო სივრცეზე იმუშავა.
აღნიშნულ, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ობიექტზე „ოლ-პი ჯგუფმა“ პოლიმერული იატაკის მოწყობის სამუშაოები შეასრულა.
გარდა გამორჩეული და მრავალფროვანი ვიზუალისა, პოლიმერული იატაკები შემადგენელი სისტემებისა და დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, აუცილებელია პროდუქტის ზუსტი შერჩევა მისი გამოყენების არეალის მიხედვით.
პოლიმერული იატაკის უპირატესობები:
• ცვეთამედეგობა;
• ქიმიური მედეგობა;
• ანტიბაქტერიულობა;
• ეკოლოგიურობა;
• ანტისტატიკურობა.
პოლიმერული იატაკი არ მტვერდება, მარტივია მისი მოვლა, გააჩნია ფაქტურისა და ფერების ფართო არჩევანი.
"ოლ-პი ჯგუფის" მიერ შესრულებული სამუშაოს მასშტაბმა 273 კვ.მ. შეადგინა.