"ოლ-პი ჯგუფი" განაგრძობს ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობას.
მორიგი პროექტი კომპანიამ სასტუმრო „სამზეოს“ დაკვეთით განახორციელა. ქალაქ ყვარელში მდებარე ობიექტში „ოლ-პი ჯგუფმა“ პოლირებული იატაკი მოაწყო.
პროდუქტი გამორჩეულია ვიზუალური ეფექტით, არის გამძლე და ცვეთამედეგი, მარტივია მოსავლელად.
პოლირებული იატაკის მოწყობის სამუშაოები სასტუმროში (ლობში, ბარსა და რესტორანში) 120 კვ.მ. ტერიტორიაზე შესრულდა.