"ოლ-პი ჯგუფმა" კომერციული ფართის მიკროცემენტით მოპირკეთება უზრუნველყო. კერძოდ კი, შესრულდა დასახელებული მასალით იატაკის მოწყობის სამუშაოები.
მიკროცემენტი ცემენტისა და წყლის ბაზაზე დაფუძნებული პოლიმერული მასალების ნაზავია. იგი ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ პროდუქტად მიიჩნევა, რადგანაც მიკროცემენტის გამოყენება შესაძლებელია როგორც იატაკზე, ისე კედლებზე და სველ წერტილებში.
აღნიშნულ ობიექტზე „ოლ-პი ჯგუფმა” სამუშაოები 88 კვ.მ. ტერიტორიაზე განხორციელდა.