"ოლ-პი ჯგუფი" ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის დაკვეთით, ჰიდროიზოლაციისა და მოჭიმული იატაკის სამუშაოებს ახორციელებს.
პროცესში ჩართულია მსოფლიოში მოწინავე ჰიდროსაიზოლაციო მასალების მწარმოებელი კომპანიის KOSTER-ის წარმომადგენელი. ედვარდ ბეკის შეფასებით, KOSTER-ისა და "ოლ-პი ჯგუფის" თანამშრომლობა პროექტისთვის ევროპული მიდგომებისა და ხარისხსი გარანტია.
თერმოპლასტიკური პოლიოლეფინის მემბრანა ამჟამად ყველაზე მოთხოვნადია ჰიდროსაიზოლაციო ინდუსტრიაში.
მის უპირატესობას შემდეგი მახასიათებლები განაპირობებს:
✔ გარემო პირობებთან ადაპტირების უნარი;
✔ ეკოლოგიურობა;
✔ ენერგოეფექტურობა;
✔ ხანგძლივი ექსპლუატაციის ვადები.
„ოლ-პი ჯგუფის“ შესრულებული სამუშაოს მასშტაბმა 3 692 კვ.მ შეადგინა.