“ოლ-პი ჯგუფმა“ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში სრული სარემონტო სამუშაოები შეასრულა.
პირველ სართულზე ყველაზე ტრენდული - ტერაცოს იატაკია წარმოდგენილი. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალით მიკროცემენტით კი სახლში არსებული კიბის საფეხურები შესრულდა.
კომპანიამ სრულად უზრუნველყო ჭერის, იატაკის მოჭიმვისა და სამღებრო სამუშაოები.
„ოლ-პი ჯგუფმა“ იზრუნა ასევე ექსტერიერის მოწყობასა და ფასადის დამუშავებაზეც.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საგურამოში მდებარეობს, სადაც განხორციელებული სამუშაოების მასშტაბმა 600 კვ.მ.-ი მოიცვა.