იბისიhidroizolacia
პროექტის შესახებ
გამოყენებული სერვისები

„ოლ-პი ჯგუფმა“ სასტუმრო „იბისის“ ჰიდროიზოლაციის სამუშაოები განახორციელა.
სამუშაო პროცესში კომპანიამ დამკვეთს ინდივიდუალურად პროექტის შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტები შესთავაზა.


პროექტის  პირველი ნაწილის ფარგლებში, „ოლ-პი ჯგუფმა“ შენობის სახურავზე TPO (1,5 მმ) მემბრანული იზოლაცია მოაწყო. პროდუქტი საუკეთესო ეკოლოგიური და ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ხასიათდება. მზის სხივების მიმართ მაღალი ალბედოდან გამომდინარე, გადახურვის სისტემებისთვის იგი ყველაზე სწორი გადაწყვეტაა.


პროექტის მეორე ნაწილი კი  შენობის -1 სართულზე განხორციელდა, სადაც „ოლ-პი ჯგუფმა“ ბეტონის ავზებისთვის განკუთვნილი ჰიდროიზოლაცია მოაწყო. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიამ გამოიყენა გერმანული ბრენდის KOSTER-ის პროდუქტი - TPO მემბრანული AQUA. აღნიშნული მასალა სერტიფიცირებულია ევროსტანდარტების მიხედვით.

გალერეა
სამშენებლო სერვისები