„ოლ-პი ჯგუფი“ VR Holding-ის საიმედო პარტნიორია, სხვა და სხვა პროექტის ფარგლებში ჩვენ „ოლ-პი ჯგუფის“ არაერთი სერვისით ვსარგებლობთ , - აღნიშნა VR Holding-ის წარმომადგენელმა.
მის ამ განცხადებას კომპანიებს შორის მრავალწლიანი, წარმატებული და უწყვეტი თანამშრომლობა ამყარებს.
ამჯერად „ოლ-პი ჯგუფმა“ თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი კომპლექსის "კრწანისი რესორტ რეზიდენსი" ამფითეატრის პროექტზე მუშაობა დაასრულა.
ღია ცის ქვეშ განთავსებული სცენა და ტრიბუნის რვა რიგი უმაღლესი ხარისხის ბეტონით შესრულდა, ხოლო მაყურებლებისთვის განკუთვნილი სივრცე დეკის მოსაპირკეთებელი მასალით დაიფარა.
აღნიშნული სამუშაოს მასშტაბი 512 კვ.მ-ს შეადგენა და როგორც კომპანიაში ამბობენ პროექტის შესრულების ხარისხში ყველა ვიზიტორი თავად დარწმუნდება.