კამპანიას, რომელიც სამშენებლო სფეროში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად, "ოლ-პი ჯგუფი" შეუერთდა.
კომპანიაში დასაქმებულმა ქალებმა საზოგადოებას საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარეს და სამშენებლო სექტორის უპირატესობებზე ისაუბრეს.
"ოლ-პი ჯგუფი" არაერთ აქტივობას ახორციელებს ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. მათ შორის, კომპანია "ქალთა ბიზნეს საზოგადოების" პარტნიორია.