"ოლ-პი ჯგუფის" 2023 წლის მასშტაბური შედეგები და სამომავლო ბიზნეს გეგმები - აღნიშნულის შესახებ კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ მაჩალაძემ ბიზნეს გამოცემასთან
"კომერსანტი" ისაუბრა.
ინტერვიუში ნიკოლოზ მაჩალაძემ აღნიშნა, რომ უზბეკეთში წარმატებული ოპერირების პარალელურად, კომპანია არ თმობდა მოწინავე პოზიციებს ქართულ სამშენებლო სექტორში. მისი თქმით, "ოლ-პი ჯგუფმა" 2023 წელს 331 პროექტი განახორციელა, ხოლო დამკვეთთა ბაზა 75 ახალი პარტნიორით გააფართოვა.
ამასთან ერთად, კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, 2024 წელს "ოლ-პი ჯგუფი" ქართული ბაზრისთვის არაერთი ინოვაციური პროდუქტის შემოთავაზებას გეგმავს.