ოლ-პი ჯგუფი Wine Expo-ზე

სიახლეები

„ოლ-პი ჯგუფი“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე ინდუსტრიული იატაკების მრავალფეროვანი არჩევანით წარსდგა.

კომპანია მეღვინეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. იატაკის სისტემების მრავალფეროვნებით,  „ოლ-პი ჯგუფი“  პასუხობს ღვინის სექტორის ნებისმიერ საჭიროებას, იქნება ეს ქარხნის გარე ტერიტორია, საწარმოო ზონა, საწყობები თუ ლაბორატორიები.

გამოყენების ზონის მიხედვით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისთვის განკუთვნილია: ბეტონის სამრეწველო, პოლირებული და პოლიმერული იატაკები. დანიშნულების შესაბამისად, განსხვავებულია პროდუქტის მახასიათებლები და სტანდარტებიც. გარდა ამისა, ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და კვების ინდუსტრიისთვის ,,ოლ-პი ჯგუფი“ ფლობს ანტიმიკრობული დანამატის შემცველ პროდუქტს - პოლიმერბეტონის იატაკს. ვერცხლის იონებზე დაფუძნებული ტექნოლოგიით, იგი ბაქტერიების გავრცელებას სრულად გამორიცხავს. იატაკის აღნიშნულ სისტემას ახასიათებს უმაღლესი მდგრადობა ქიმიური ნაერთების, ტემპერატურისა და ზეწოლის მიმართ. გამოიყენება საწარმოო სივრცესა და ლაბორატორიებში.

ღონისძიება 2-4 ივნისს, „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მიმდინარეობდა.

06.03.2023
სამშენებლო სერვისები