
„ოლ-პი ჯგუფი წარმოადგენს Flowcrete-ს სტრატეგიულ პარტნიორს. კომპანიის მიერ მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები საშუალებას იძლევა, ჩვენი პროდუქტები მაქსიმალურად იყოს ათვისებული"- ენგინ ბუზი, Flowcrete-ის გაყიდვების მენეჯერი.
პარტნიორობის ფარგლებში, Flowcrete-ის წარმომადგენლები სისტემატურად სტუმრობენ საქართველოს, რაც საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ ბაზარზე ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
გლობალური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ოლ-პი ჯგუფი“ 2016 წელს გახდა. ეს კი საშუალებას აძლევს კომპანიას მუდმივად განაახლოს ასორტიმენტი უახლესი სამშენებლო სტანდარტებისა და რეგულაციების სინქრონულად.
