„ოლ-პი ჯგუფმა“ კიდევ ერთი წარმატებული წელი დაასრულა და 2025-წლის გამოწვევებსაც ჩვეული სიმტკიცით ხვდება, თუმცა თვალი გადავავლოთ გასული წლის დინამიკას ბიზნესისა და კომპანიის ზრდა განვითარების მიმართულებით:
2024 წელს სფეროში არაერთი ინოვაციისა და წარმატების 17 წლიანი გზა „ოლ-პი ჯგუფისთვის“ საპასუხისმგებლო ჯილდოთი დაგვირგვინდა და ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს დაჯილდოვებაზე Golden Brand იატაკის ტექნოლოგიების ლიდერ კომანიად დასახელდა. თუ გასული წლის შედეგებით ვიმსჯელებთ ამ ტიტულის დათმობას „ოლ-პი ჯგუფი“ არც 2025 წელს აპირებს.
75 ახალი დამკვეთი კომპანია და 204 წარმატებით დასრულებული პროექტი - ეს ის მზარდი სტატისტიკაა, რომელიც „ოლ-პი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდისთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოტივაციას. ამ რიცხვებისა და დამკვეთი მხარის დადებითი უკუკავშირის საპირწონეა ის შესრულების ხარისხი თუ სერვისის მრავალფეროვნება რასაც ოლ-პი ჯგუფი წლების განმავობაში თავაზობს მომხმარებელს.
აღსანიშნავია ისიც რომ 2023 წლიდან "ოლ-პი ჯგუფმა" უზბეკეთში დაიწყო ოპერირება და ბოლო ერთი წლის მანძილზე კომპანიამ 25 მასშტაბური პროექტის გახორციელება შეძლო, რაც უცხოურ ბაზარზე გასული კომპანიისთვის დიდი წარმატებაა.
ამ პროცესების პარალელურად „ოლ-პი ჯგუფი“ ავითარებდა სერვისებს და ნერგავდა ინოვაციურ პროდუქტებს.
წლის პორტფოლიოში შეხვდებით „ოლ-პი ჯგუფის“ მიერ შესრულებულ სხვა და სხვა დანიშნულების სრულ მშენებლობებს, ასევე პროექტებს რომელიც გამოირჩევა ინოვაციური და ესთეტიური პროდუქტებით როგორიცაა; მიკროცემენტი, მინა ბლოკი. აღნიშნული პროდუქტები გარდა გამორჩეული დიზაინისა შესრულების სპეციფიური სირთულით გამოირჩევა. „ოლ-პი ჯგუფის“ გამოცდილმა მშრომელებმა კონკრეტულ პროექტებზე შესრულების უმაღლესი ხარისხი აჩვენეს.
„ოლ-პი ჯგუფი“ მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის.
წინ ახალი გამოწვევების წელია!