კომპანია "ოლ-პი ჯგუფმა" მონაწილეობა მიიღო ტაშკენტში გამართულ ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმსა და გამოფენაში -"საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა" რომელიც "გაყიდვების ასოციაციის" მიერ იქნა ორგანიზებული.
“ოლ-პი ჯგუფმა”, რომელიც უზბეკეთის ბაზარზე 2022 წლიდან, “ბელტერა ჰოლდინგთან” პარტნიორობით ოპერირებს, დამსწრე საზოგადოებას სერვისის ფართო სპექტრი წარუდგინა და უზბბეკეთის ბაზრის უპირატესობებსაც გაუსვა ხაზი.
ღონისძიებამ გააერთიანა 50 - მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი და 4 000-ზე მეტი ვიზიტორი სხვადასხვა დარგიდან — მრეწველობა, მშენებლობა, ლოგისტიკა, ვაჭრობა და ტექნოლოგიები.
კონფერენციის მიზანს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ბიზნეს კავშირების განვითარება წარმოადგენდა.