მსოფლიოში მოწინავე ჰიდროსაიზოლაციო მასალების მწარმოებელი კომპანიის KOSTER წარმომადგენელი ამჟამად ბათუმში, „ოლ-პი ჯგუფის“ ერთ-ერთ ობიექტზე იმყოფება. ედვარდ ბეკი „კავკასიის უნივერსიტეტის“ შენობაზე TPO მემბრანის მოწყობის სამუშაოებშია ჩართული.
"ამჟამად, "ოლ-პი ჯგუფთან" ერთად, მორიგ პროექტს ჩვენი ყველაზე თანამედროვე პროდუქტის TPO მემბრანის გამოყენებით ვახორციელებთ. იგი ხანგძლივი ექსპუატაციით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. KOSTER-სა და "ოლ-პი ჯგუფს" შორის წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს. ქართული კომპანია ევროპული სტანდარტებითა და მიდგომებით გამოირჩევა", - აცხადებს ედვარდ ბეკი.
კომპანიებს შორის თანამშრომლობის მიზანი, ჰიდროსაიზოლაციო მიმართულებით, საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.