იბერკომპანი: ოლ-პი ჯგუფი სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებებით ხასიათდება

სიახლეები

„ოლ-პი ჯგუფმა“ ევროპის უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის „გირტეკას“ ოფისზე მუშაობისას საერთაშორისო სტანდარტების სერვისი შემოგვთავაზა“, - აცხადებს „იბერკომპანის“ პროექტის მენეჯერი ქეთევან ჯერენაშვილი.

 

მისი შეფასებით, ობიექტზე არსებულ სირთულეებს კომპანიამ სწორი ტექნიკური გადაწყვეტილებებით უპასუხა.

 

„იბერკომპანის“ დაკვეთით, „ოლ-პი ჯგუფმა“ შეასრულა მაღალმარკიანი მოჭიმული იატაკის სამუშაოები - 12 დღეში 1680 კვ.მ. ტერიტორიაზე. ასევე -  ჰიდროიზოლაციისა და თვითსწორებადი იატაკის მოწყობის სამუშაოები.

24.03.2024
სამშენებლო სერვისები