ტერაცოს იატაკის მსგავსი - ვეტრაცო

 

ვიზუალურად ყველაზე დახვეწილ იატაკებზე საუბრისას, პირველ რიგში, ტერაცოს იატაკი გვახსენდება, თუმცა ქართულ ბაზარს "ოლ-პი ჯგუფმა" 2021 წელს არანაკლებ გამორჩეული პროდუქტი შესთავაზა:

ვეტრაცოს იატაკი

 

 

ვეტრაცოს  85%-ი რეციკლირებული მინისგან შედგება. ეს კი პროდუქტის ვიზუალის სახით,  ფერთა ფართო არჩევანს განაპირობებს. გადამუშავებულ მასალას იყენებს ,,ოლ-პი ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  პროდუქტის - ტერაცოს იატაკის შესაქმნელადაც.

რა განასხვავებს ტერაცოს ვეტრაცოსგან:

ვეტრაცოს იატაკი სათავეს იღებს 1996 წლიდან, როდესაცკალიფორნიერმა მეცნიერმა გადამუშავებული მინის ფილები აურია ერთმანეთს. პროდუქტი არამხოლოდ  გამძლე, არამედ ვიზუალურად საოცრად ესთეტიკური გამოვიდა. ვეტრაცო მზადებბა ცემენტისა და მინის მასალის შერევით, ხოლო ტერაცოს იატაკი კენჭებისგან და სხვადასხვა ბუნებრივი ქვებისგან.

 

ვეტრაცოს იატაკის გამოყენების ადგილები:

  • არტ გალერეები;
  • სავაჭრო ცენტრები;
  • აეროპორტები;
  • საცხოვრებელი სახლები;
  • სასტუმროები;
  • ოფისები.

 

ვეტრაცოს იატაკის უპირატესობები:

  • გამძლეობა;
  • დიზაინის მრავალფეროვნება;
  • მოვლის სიმარტივე; 
  • ნაკაწრების მიმართ მედეგი;
  •  თბომედეგი.

 

"ოლ-პი ჯგუფი" ერთადერთი კომპანიაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ და ეკომეგობრულ პროდუქტს, ვეტრაცოს იატაკს სთავაზობს.

 

 

 

 

20.06.2024
სამშენებლო სერვისები