ტერაცოს იატაკის მთავარი უპირატესობა გამძლეობაა. შესაბამისად, იატაკის ეს სისტემა საუკეთესო გადაწყვეტაა ისეთ ადგილებში, სადაც ხშირია სხვადასხვა სახის დატვირთვა.
სასტუმროების მფლობელებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი იატაკის არჩევა, რომელიც გაუძლებს მძიმე დატვირთვას,ლაქებს,ნაკაწრებს,სხვადასხვა სითხის დაღვრას. აგრეთვე, სასტუმროში არსებულმა იატაკის სისტემამ უნდა შეუქმნას პოტენციურ მომხმარებელს კომფორტული და ვიზუალურად მისაღები გარემო.
პირველი შთაბეჭდილება ხშირად გადამწყვეტია, როდესაც მომხმარებელი სტუმრობს სასტუმროს, ის პირველ რიგში, ყურადღებას აქცევს გარემოს. ტერაცოს იატაკის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა ესთეტიკური გარეგნობა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება არსებული სივრცის უკეთ აღქმაში. შესაბამისად, სწორი იატაკის არჩევა მნიშვნელოვანია, მომხმარებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად.
ტერაცოს იატაკის უპირატესობები სასტუმროებისთვის
• გამძლეობა;
• ლაქების მიმართ მდგრადობა;
• დიზაინის მრავალფეროვნება;
• ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა;
• მოვლის სიმარტივე;
• მარტივად მოსაწყობი;
• მოცურების მიმართ მდგრადი.
იატაკის ტექნოლოგიების მიმართულებით მოქმედი ლიდერი კომპანია ,,ოლ-პი ჯგუფი’’ 2007 წლიდან თავის მომხმარებელს სთავაზობს იატაკის სისტემების ფართო არჩევანს. კომპანიის სერვისებში გამორჩეული ადგილი უჭირავს ტერაცოს იატაკს.