"სტიაშკა" თუ მოჭიმული იატაკი ?

სამშენებლო თუ სარემონტო პროცესის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს სახურავი და იატაკი წარმოადგენს.

მოჭიმული იატაკის სამუშაოები - ე.წ. სტიაშკა მშენებლობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ვიზუალურ თუ თერმოდინამიკურ გამართულობას, როგორც დახურულ ისე, ღია სივრცეში.

"ოლ-პი ჯგუფის" საქმიანობას თავდაპირველად სწორედ მოჭიმული იატაკის სამუშაოებს წარმოადგენდა. ამ მიმართულებით, კომპანიას 16-წლიანი გამოცდილება აქვს. 

 

მოჭიმული-იტაკი-სტიაშკა

 

აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებული ტერმინის „სტიაშკა“  სწორი დეფინიციაც  „ოლ-პი ჯგუფმა“ დაამკვიდრა და მოჭიმული იატაკის სამუშაოებით შეცვალა. 2007 წელს კი საქართველოში  დუღაბის პირველი სატუმბი დანადგარი შემოიყვანა, რის შემდეგაც მოჭიმული იატაკის, იგივე სტიაშკის სამუშაოები ქვეყანაში მექანიზებული გახდა. 


გარდა დროისა და ფინანსების დაზოგვისა, „ოლ-პი ჯგუფის“ აღნიშნული სერვისის უპირატესობას იდეალურად სწორი ზედაპირი წარმოადგენს, რომელიც  გერმანული ინდუსტრიული სტანდარტის #DIN18202 მოთხოვნისამებრ განისაზღვრა:


•        დუღაბის მაღალი მარკა B—20 და B-22,5 ბრიტანული სტანდარტების შესაბამისად.
•        ხმის და ვიბრაციის ჩამხშობი სისტემების (მასალების) შეთავაზება/მოწყობა.


არსებული პროდუქტისა და „ოლ-პი ჯგუფის“ კვალიფიციური გუნდის ძალისხმევით,  ნებისმიერი სირთულის ზედაპირზე მიიღება მტკიცე და სწორ ბაზა, რომელიც საბოლოოდ დამკვეთის მიერ შერჩეული, სასურველი ზედაპირით იფარება. 

 

 

მოჭიმული იატაკის სამუშაოების გამოყენების არეალი:

•    საცხოვრებელი სახლები;
•    სასტუმროები;
•    ოფისები;
•    სავაჭრო ცენტრები;
•    ინდუსტრიული ობიექტები და ა.შ.


თუ თქვენი სამშენებლო ობიექტი განკუთვნილია გრძელვადიანი ფუნქციური დანიშნულებისთვის, გაითვალისწინეთ, რომ სწორად შესრულებული მოჭიმული იატაკის სამუშაოები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი ექსპლუატაციის ვადას. 

 

17.04.2024
სამშენებლო სერვისები