კედელი შენობის განუყოფელი ნაწილია. როდესაც საქმე ეხება კედლის იზოლაციას, გვახსენდება შენობის როგორც საძირკვლის, აგრეთვე შიდა კედლები, თუმცა კედლის იზოლაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შენობის სტრუქტურულ მთლიანობისა და კეთიმწოყობისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაბამისად სწორად შერჩეული ჰიდროიზოალცია როგორც შიდა სივრცის სველი წერტილებისა თუ გარე ნეგატიურ მხრიდან მომუშავე სტრუქტურული საძირკვლის კედლის იზოლაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს, და ის ეფექტური დაცვაა წყალთან დაკავშირებული პრობლემებისგან, როგორიცაა გაჟონვა, ტენიანობა, ბზარწარმოქმნის ზრდა და სტრუქტურული დაზიანება. კედლების დალუქვით და წყლის შეღწევადობის დაბლოკვით, კედლის ჰიდროიზოლაცია ხელს შეუწყობს შენობის მთლიანობის შენარჩუნებას და სტრუქტურის ხანგრძლივ სიცოცხლეს.
იქამდე, სანამ უშუალოდ კედლის იზოლაციაზე ვისაუბრებდით, აუცილებელია ზოგადად ჰიდროიზოლაციის შესახებ ვიცოდეთ მცირე ინფორმაცია. ჰიდროიზოლაცია არის მეთოდი, რომელიც ხელს უშლის წყლის შეღწევას შენობაში, ინარჩუნებს ტენიანობას და ამით იცავს თქვენს სახლში არსებულ ნივთებს დაზიანებისგან, კედლებს დაობებისგამ, სოკოებისგან და სხვა მავნე ფუნგუსებისგან რომელცი საზინოა ჯანმრთელობისთვის იმის გარდა რომ ვიზუალურად არც თუ ისე სასიამოვნოა.
ჰიდროსაიზოლაციო ქიმიკატები სპეციალურად შემუშავებულია სტრუქტურის დასაცავად ფაქტორებისგან, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს სტრუქტურის საშიშროებას, როგორიცაა კოროზია, სტეუქტურული მზიდუნარიანობის დაკარგვა რომლებიც შეიძლება მოხდეს წყალთან კონტაქტში.
რა არის კედლის ჰიდროიზოლაცია ?
კედლის ჰიდროიზოლაციის ხსენებისას, აუცილებლად გაგვახსენდებდა შენობის შიგნით და გარეთ არსებული ყველა კედლის სისტემის სურათი.
კედლის ჰიდროიზოლაცია არის სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც გამოიყენება შენობის კედლებში წყლის შეღწევის თავიდან ასაცილებლად. იგი მოიცავს სხვადასხვა ჰიდროსაიზოლაციო მასალების და მეთოდების გამოყენებას წყალგაუმტარი ბარიერის კედლის ჰიდროიზოლაცია ხელს შეუწყობს შენობის მთლიანობის შენარჩუნებას და სტრუქტურის ხანგრძლივ სიცოცხლეს.
კედლის ჰიდროიზოლაციის უპირატესობები:
• ზრდის ქონების ღირებულებას
• გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობა
• ხარჯთეფექტური გადაწყვეტა გრძელვადიან პერსპექტივაში
• აძლიერებს სტრუქტურულ მთლიანობას
• ხელს უშლის ობის ზრდას, სოკოების და მარილების გავრცელებას
• დაცვა წყლის ჟონვისგან მიყენებული დაზიენებისგან.