გავრცელებული შეცდომები ჰიდროიზოლაციის მოწყობისას

 

ჰიდროიზოლაცია უზრუნველყოფს შენობის სტრუქტურულ სიმტკიცეს, ასევე იცავს კონსტრუქციებს წყლისგან და ტენიანობისგან. 
ჰიდროიზოლაციის მოწყობისას ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა სახის შეცდომებს, რომლებიც იწვევენ - სარემონტო ხარჯების ზრდას.

 

 

ოთხი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ჰიდროიზოლაციის მოწყობის დროს:

1. არასწორად მომზადებული ზედაპირი

ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების დროს აუცილებელია ზედაპირი იყოს სწორად 
მომზადებული, ხშირად დარჩენილი მტვერი, ნარჩენები თუ ტენიანობა, ხელს უშლის სამუშაო პროცესს, შესაბამისად ზედაპირის სწორად მომზადება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ჰიდროიზოლაციის მოსაწყობად.


2. არასწორად შერჩეული მასალა


ჰიდროიზოლაციის მოწყობის დროს ხშირად ირჩევენ დაბალბიუჯეტურ ან კლიმატურ პირობებთან შეუთავსებელ მასალას, რაც ამცირებს მის ეფექტურობას.


3.შეუსაბამო ტემპერატურა

სამუშაოების შესრულების დროსჰიდროიზოლაციის მოწყობის დროს, აუცილებლად გასათვალისწინებელია ტემპერატურა, სადაც უნდა განხორციელდეს სამუშაოები. ჰიდროიზოლაციის სამუშაოები უნდა შესრულდეს მწარმოებლისგან რეკომენდირებულ ტემპერატურის ფარგლებში.


4.ფენების არასაკმარისი რაოდენობა ან წასმის არათანაბარი სისქე.


ჰიდროიზოლაციის მოწყობის დროს ხშირად არასწორად არის გამოყენებული ფენები. მასალის შერჩევის დროს, აუცილებლად გასათვალისწინებელია თუ რა რაოდენობით ფენის წასმა იქნება საჭირო.
წყლის თანმიმდევრულმა ინფილტრაციამ შეიძლება შეასუსტოს შენობის სტრუქტურული კომპონენტები, რაც გამოიწვევს უსაფრთხოების მხრივ პოტენციურ რისკებს. 

 

კომპანია  "ოლ-პი ჯგუფი“ თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, უკვე მრავალი წელია წარმატებით უმკლავდება მსგავს პრობლემებს უშუალოდ KÖSTER-თან ექსკლუზიური თანამშრომლობით. 

 

 

 

 

19.06.2025
სამშენებლო სერვისები