რბილი იატაკი (ხალიჩა) ოფისებისთვის

 

საოფისე სივრცე უნდა იყოს კომფორტული და ხელს გვიწყობდეს პროდუქტიულობაში.  ეს ის ადგილია, სადაც  სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. შესაბამისად  მიმზიდველი დაა პრაქტიკული გარემოს შექმნა აუცილებელი პირობაა.

ოფისისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა იატაკი, რომელიც შეგვიძლია შევუხამოთ საოფისე ავეჯსა და აქსესუარებს. ეს საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ჩვენთვის სასურველი გარემო და სტილი.

საოფისე გარემო დატვირთულია შეხვედრებით. შესაბამისად, აღნიშნული სივრცისთვის განკუთვნილი იატაკი უნდა იყოს მარტივად მოსავლელი და გამძლე.

აღნიშნულ კრიტერიუმს იატაკის რბილი საფარები აკმაყოფილებს. მათ შორის, „ხალიჩა“.

თანამედროვე რბილი იატაკი (ხალიჩა) არსებობს სხვადასხვა სტილის, სისქის, ფერებისა და ორნამენტების ვარიაციებით. ოფისებში ხშირია სკამების გადაადგილება, ხმაური, რამაც შეიძლება გონება გაგვიფანტოს ან მოგვწყვიტოს სამუშაო პროცესიდან. სწორედ, რბილი იატაკების საშუალებით შესაძლებელია ამ ხმაურის ჩახშობა, უფრო კომფორტული გარემოს შექმნა.

რბილი იატაკის (ხალიჩის) უპირატესობები საოფისე სივრცეებისთვის:

  • ესთეტიკურობა;
  • დიზაინის მრავალფეროვნება;
  • მოცურების მიმართ წინააღმდეგობა;
  • თერმული ეფექტურობა;
  • უსაფრთხოება.

 

 

საოფისე გარემოსთვის ხალიჩის არჩევით, დამსაქმებლებს შეუძლიათ შექმნან კომფორტული, მიმზიდველი და პროდუქტიული სამუშაო გარემო, რომელიც ზრდის თანამშრომლების საერთო კმაყოფილებას.

 

08.07.2024
სამშენებლო სერვისები