რატომ უნდა გამოვიყენოთ პოლირებული იატაკი საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებში?
სასაწყობე და ლოგისტიკური სივრცის დანიშნულება მძიმე ტექნიკის, სხვადასხვა ტიპის მასალისა და ტვირთის განთავსებაა. სწორედ ამიტომ საჭიროა მაღალი გამძლეობის იატაკი, რომელიც მინიმალური მოვლის პირობებში გაუძლებს სიმძიმესა და დატვირთვას.
ბეტონის იატაკი, განსაკუთრებით პოლირებული ბეტონი საუკეთესო გადაწყვეტაა სასაწყობო თუ ლოგისტიკური ცენტრებისთვის. გარდა იმისა, რომ პოლირებული იატაკი მდგრადია მრავალი ფაქტორის მიმართ, ასევე უსაფრთხოა საწყობში მომუშავე თანამშრომლებისთვისაც.
ლაქებისადმი მედეგობა
ზედაპირის გამკვრივებით, ბეტონის გასაპრიალებელი ფოროვანი იატაკი გადაიქცევა დაჭიმულ მკვრივ ზედაპირად. ეს პროცესი ხელს უშლის ნებისმიერი ზეთის ან დამაბინძურებლის შეღწევას, რაც იატაკის ლაქებისა და ქიმიური საშუალებებისადმი მედეგობას განსაზღვრავს.
გაზრდილი სიმტკიცე
ბეტონის გაპრიალებისას ზედაპირი მკვრივდება, რადგან პოლირება ავსებს მის ფორებს. გამკვრივება უზრუნველყოფს უფრო მეტ სიმტკიცეს და აბრაზიის მიმართ წინააღმდეგობას.
ამ პროცესის შესრულება ზრდის ზედაპირის მაღალი ხარისხის ზემოქმედების წინააღმდეგობას და უძლებს გადატვირთული საწყობის მძიმე მოძრაობას.
მოცურების მიმართ მედეგობა
იატაკის მექანიკური დაფქვისა და გაპრიალების ტექნიკა ზრდის ხახუნის ძალას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების უფრო მაღალ ზომებს.
არ ტოვებს საბურავის კვალს
საწყობი არის ადგილი, სადაც მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა ხშირად მოძრაობს.
ეს გარდაუვალი პროცესი კი ხშირ შემთხვევაში აზიანებს, ან ხახუნის შედეგად კვალს ტოვებს იატაკის ზედაპირზე.
ბეტონის იატაკის მოპრილება საშუალებას იძლევა გაუძლოს სხვადასხვა ტექნიკის საბურავების კვალს, თუმცა არსებობს საპირისპირო ფაქტორიც: მძიმე სამრეწველო ობიექტებში უხეში და არათანაბარ ზედაპირებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ტექნიკის საბურავების სწრაფად ცვეთა.
გაპრიალება გაათანაბრებს უსწორმასწორო ადგილებს და მთელ საწყობს გლუვს ხდის. თანაბარი საწყობის იატაკი კი საბურავების ხანგძლივ ექსპლუატაციას უწყობს ხელს.
რენტაბელურობა
საერთო ხარჯების გათვალისწინებით, პოლირებული იატაკი ეფექტური ვარიანტია საწყობის იატაკისთვის, რადგან საჭიროებს მინიმალურ მოვლას, ამცირებს საბურავების ცვეთას, ასევე ზრდის ეფექტურობის მაჩვენებელს სხვა იატაკის სისტემებთან შედარებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ საწყობის პოლირებული იატაკის შეყვანა ექსპლუატაციაში მოწყობისთანავე შესაძლებელია. პროცესი სუფთაა და არ შეიცავს ტოქსიკურ ან სახიფათო ქიმიკატებს.
დასკვნა
ამრიგად პოლირებული ბეტონი უამრავ სარგებელს გვთავაზობს სასაწყობო სივრცეში.
მისი გამძლეობა, ექსპლოატაციის ვადა, ხარჯების ეფექტურობა და მახასიათებლები, გაპრიალებულ ბეტონს საუკეთესო გადაწყვეტად აქცევს სასაწყობო და ლოგისტიკურ სივრცეებში.