რა არის ჰიდროიზოლაცია?

 

რა არის ჰიდროიზოლაცია?

 

საძირკველი და სახურავი შენობის უმნიშვნელოვანესი ფუნქციური ელემენტებია, სწორედ მათ მავნე ზემოქმედებისგან დაცვას უზრუნველყოფს ჰიდროიზოლაცია, რაც პერსპექტივაში შენობის ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადასაც გულისხმობს.

 

 

ნაგებობის სტრუქტურულ მთლიანობაზე უარყოფითად მოქმედებს წყლის ან სხვა ნებისმიერი ტიპის სითხის შეღწევა, სწორედ ამიტომ ხარისხიანი ჰიდროსაიზოლაციო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კომპონენტებს: 


•    უნდა გააჩნდეს სიმტკიცე და მექანიკური გამძლეობა;
•    არ უნდა იწვევდეს კონდენსაციას;
•    უნდა იყოს მედეგი პირდაპირ მზის სხივებისა და ბუნებრივი მოვლენების მიმართ;
•    არ უნდა იყოს სითხის შემწოვი და გამტარი;
•    უნდა შეამციროს შენობაში ტენიანობის მატება;
•    სტრუქტურა დაიცვას კოროზიებისგან;
•    იყოს მდგრადი კლიმატური ცვლილებების მიმართ.

 

„ოლ-პი ჯგუფის“ ერთ-ერთი ძირითად მიმართულებას სწორედ ჰიდროიზოლაციის სისტემები წარმოადგენს. 
სერვისი, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, გამოირჩევა ენერგოეფექტურობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.

 

ასორტიმენტი:


•    ბზარების აღდგენა ინექციური მეთოდით;
•    ბრტყელი გადახურვის სისტემები;
•    წყლის კაპილარული შემოდინების ბლოკირების უნიკალური სისტემა;
•    პოზიტიურ და ნეგატიურ წნევაზე მომუშავე ჰიდროსაიზოლაციო სისტემები.

 

 გამოყენების ადგილები:


•    სარდაფები და ფუნდამენტები;
•    აივნები და ტერასები;
•    რეზერვუარები, მილსადენები და არხები;
•    სახურავები და ა.შ.

 

 

სამუშაო პროცესში „ოლ-პი ჯგუფი“ დამკვეთს პროექტის შესაბამის ინდივიდუალურ გადაწყვეტებს სთავაზობს, თუმცა როცა საქმე სახურავის ჰიდროიზოლაციას ეხება, უმეტესად კომპანია TPO (1,5 მმ) მემბრანული იზოლაცის იყენებს. 


პროდუქტი საუკეთესო ეკოლოგიური და ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ხასიათდება. მზის სხივების მიმართ მაღალი ალბედოდან გამომდინარე, გადახურვის სისტემებისთვის აღნიშნული პროდუქტი ყველაზე სწორი გადაწყვეტაა.

 

სასმელი წყლის რეზერვუარებისთვის კი,  სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია ხშირად გერმანული ბრენდის KOSTER-ის პროდუქტს - TPO მემბრანული AQUA-ს იყენებს. მასალა სერტიფიცირებულია ევროსტანდარტების მიხედვით.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლიდან ჰიდროიზოლაციის სამუშაოებს „ოლ-პი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო ბრენდ KOSTER-თან ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებს. კომპანიებს შორის თანამშრომლობის მიზანი, ჰიდროიზოლაციის მიმართულებით, საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა.

 

15.05.2024
სამშენებლო სერვისები