პოლირებული იატაკი ავტო სერვის ცენტრებში


პოლირებული იატაკის მთავარი უპირატესობა გამძლეობაა. შესაბამისად, იგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მაღალი დატვირთვის სივრცეებისთვის.


ასეთია სხვადასხვა დანიშნულების სერვის ცენტრები და შოურუმები ავტომობილებისთვის. ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი იატაკის არჩევა, რომელიც გაუძლებს მძიმე ტრაფიკს და ავტომობილის ხშირ ზემოქმედებას, ლაქებს, ნაკაწრებს, ზეთების დაღვრას.


აგრეთვე, კომერციულმა სადემონსტრაციო დარბაზებმა უნდა შექმნან კომფორტული და ვიზუალურად ეფექტური გარემო მომხმარებლებისთვის.


პირველი შთაბეჭდილება ხშირად გადამწყვეტია.  როდესაც მომხმარებელი სტუმრობს შოურუმს, ის პირველ რიგში, ყურადღებას აქცევს გარემოს, ხოლო შემდეგ - წარმოდგენილ პროდუქტს. პოლირებული იატაკის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა ამრეკლავი ზედაპირი, რომელიც მომხმხმარებელს ეხმარება პროდუქტის ეფექტურად აღქმაში. შესაბამისად სწორი იატაკის არჩევას აქვს პოტენციალი, მოახდინოს გრძელვადიანი, დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება მომხმარებლზე.


პოლირებული იატაკის გამოყენების სარგებელი ავტოსერვის ცენტრებში:


•    მოვლის სიმარტივე;
•    ლაქების მიმართ მდგრადობა;
•    მოცურების წინააღმდეგ მდგრადობა;
•    ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა;
•    პრიალა ზედაპირი;
•    გამძლეობა.


თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პოლირებული იატაკი ავტოინდუსტრიისთვის საუკეთესო გადაწყვეტაა. კომპანია “ოლ-პი ჯგუფი’’ უკვე მრავალი წელია პოლირებული იატაკის მიმართულებით მუშაობს.

 

04.06.2024
სამშენებლო სერვისები