პოლიმერული იატაკის ფასი - განმსაზღვრელი ფაქტორები

 

ეპოქსიდური, იგივე პოლიმერული იატაკი, გავრცელებული სისტემაა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებში (სამრეწველო ზონები, საცხოვრებელი, კომერციული, ავტოსადგომები...). მიზეზი ანტიბაქტერიული თვისებები,  გამძლეობა  და მოვლის სიმარტივეა.

 

 

პოლიმერული იატაკის ფასს შემდეგი ფაქტორები განსაზღვრავს:

•  პოლიმერული იატაკის ტიპი

პოლიმერბეტონი შედარებით ძვირია მისი უნიკალური ანტიბაქტერიული თვისებების გამო. ვერცხლის იონებზე დაფუძნებული ტექნოლოგიით, იგი ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს სრულად ანადგურებს. პროდუქტს გააჩნია HACCP-ის სერტიფიკატი. შესაბამისად, იგი უალტერნატივო და ძლიერი იატაკის სისტემაა კვებისა და ღვინის მრეწველობის სფეროში, ასევე სამედიცინო დაწესებებულებისა და ლაბორატორიებისთვის.

 

• სივრცის ზომა

პოლიმერული იატაკის მოწყობისას, აუცილებლად გასათვალისწინებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სამუშაო არეალის მასშტაბი. ზოგადად, რაც უფრო დიდი ზომის არის სივრცე, ოპტიმალური ბიუჯეტის მიღება მით უფრო მარტივი ხდება. 


• იატაკის ზედაპირზე არსებული მდგომარეობა

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს პოლიმერული იატაკის ფასს არის საფარის მდგომარეობა, რაზეც პოლიმერული იატაკი უნდა მოეწყოს. 


• ადგილმდებარეობა 

იატაკის მოწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ობიექტის მდებარეობა, ვინაიდან ქალაქ გარეთ მდებარე ობიექტზე, სამუშაო პროცესების შესრულება საჭიროებს დამატებით ხარჯებს.


• დიზაინი

პოლიმერული იატაკის დიზაინი გავლენას ახდენს მის ღირებულებაზე, რადგან მისი მოწყობისას შესაძლებელია გახდეს საჭირო დამატებითი ხარჯები.

 

15.04.2025
სამშენებლო სერვისები