მწვანე სახურავები

 

ეკომეგობრულობა,  ბუნებრივი მასალები და მეტი ზრუნვა გარემოზე, ეს ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელთა საქმიანობაში გათვალისწინებაც ერთის მხრივ სამყაროს ჯანმრთელ მომავალს განსაზღვრავს, მეორეს მხრივ კი, ბიზნეს სექტორის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. 

სამშენებლო სექტორში ბუნებასთან დაახლოვების, გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ესთეტიკის გავრცელების ერთ-ერთ მიმართულებას „მწვანე სახურავები“ წარმოადგენს. 

 

რას ნიშნავს მწვანე სახურავები?

დიდწილად შენობის სახურავები აუთვისებელ, უფუნქციო სივრცეებს წარმოადგენდა, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ტენდენციად კი, არქიტექტურაში გამწვანების ინტეგრაცია შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც ნაგებობის სახურავის ნიადაგის ფენად გარდაქმნასა და მასზე მცენარეული საფარის გაშენებას გულისხმობს. 

 

 

უპირატესობები


გარდა ვიზუალური ესთეტიკისა, სახურავზე მწვანე საფარის მოწყობა სასარგებლო და მომგებიანია არაერთი მიმართულებით: 


•    მაღალი თერმული იზოლაციის შედეგად სახურავზე მოწყობილი ბაღი შენობის ტემპერატურის სტაბილურობას განაპირობებს. (ზამთარში ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში სიგრილეს) ;

•    საშუალება გვეძლევა გამოუყენებელ სივრცეებს  პოზიტიური ფუნქცია მივცეთ;
•    მწვანე საფარი ანადგურებს მავნე ნივთიერებებს როგორიც არის: გამონაბოლქვი, მხუთავი აირი და სხვ. ამცირებს დაბინძურების რისკს და ზრდის ჟანგბადის რაოდენობას;
•    მწვანე საფარი კრებს ატმოსფერულ ნალექებს და აბრუნებს მათ ბუნებრივ ციკლში,  რაც საკანალიზაციო სისტემის ნაკლებ დატვირთულობას უზრუნველყოფს; 
•    ბიომრავალფეროვნების ზრდა და დაცვა (ფრინველთა კვება);
•     ვიზუალური ესთეტიკა და მშვენიერება,  რომელიც ქმნის ბუნებრივ სიმშვიდესა და ჰარმონიას. 

 

როგორ მოვაწყოთ მწვანე სახურავი?

მწვანე საფარი შესაძლოა მოეწყოს როგორც საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, ისე კერძო სახლის ბრტყელ გადახურვაზე, თუმცა ეს პროცესი პროფესიონალურ სტრუქტურულ ანალიზსა და ცოდნას მოითხოვს.

„ოლ-პი ჯგუფის“ გამოცდილი გუნდს შეუძლია შეაფასოს რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ შენობის ზედაპირი მწვანე გადახურვის პერსპექტივას. გარდა სწორად შესასრულებელი ტექნიკური დეტალებისა, მნიშვნელოვანია კონსტრუქციის გამართულობა, წლის სისტემის არსებობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალების ანალიზი ასევე მზის შუქისა და ჩრდილის პერიოდების გათვალისწინება. ეს ყველაფერი მცენარეებს  მათთვის სასურველ პირობებში ზრდისა და გამრავლების საშუალებას აძლევს. 

კომპანია ,,ოლ-პი ჯგუფი’’ იზიარებს ეკოლოგიურ პრობლემებს და ცდილობს  მწვანე სახურავების მოწყობის პოპულარიზაციასა და განვითარებას.

 

 

 

26.07.2024
სამშენებლო სერვისები