დღესდღეობით ინტერიერის დიზაინში ყველა დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სივრცითი გადანაწილება, ხასიათი, აურა, ინდივიდუალიზმი - ამ ნაწილში უდიდეს როლს სწორედ იატაკი ასრულებს, ხშირად იატაკის არჩევის შემდგომ ყალიბდება ინტერიერის ძირითადი დიზაინიც, რომელიც ცოცხალი და ცვალებადია.
წლებთან ერთად იხვეწება ტექნოლოგიები, შესრულების ხარისხი, გვაბნევს არჩევანის სიმრავლე, ხან მოდერნისტულ ხაზს ვირჩევთ, ხანაც ვინტაჟი გვიტაცებს, თუმცა ფუნქციური მოთხოვნა ყველა შემთხვევაში უცვლელია, იატაკი უნდა იყოს: მყარი, ხანმედეგი, მარტივად მოსავლელი და რაც მთავარია ესთეტიური, ის ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს საერთო სივრცეს.
გადავხედოთ ბოლო წლის ყველაზე ტრენდულ 5 იატაკის სისტემას, რათა არ ჩამოვრჩეთ ტენდენციებს.
5. ელასტიური და რბილი იატაკები - რბილი იატაკი მარტივია მოსავლელად, გამოირჩევა ამტანიანობით და გამართლებულია მისი გამოყენება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. იგი კარგად ახშობს ხმას და ქმნის როგორც ესთეტიურად სასიამოვნო, ასევე კომფორტულ გარემოს.
4. პოლიმერული იატაკი - ფაქტურისა და ფერების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ტიპის ინტერიერს მოვარგოთ, ასევე გამოირჩევა ცვეთამედეგობით, ეკოლოგიურობით, ადვილად მოსავლელი და არაამტვერებადია, აღნიშნულ იატაკს ძირითადად სხვა და სხვა დანიშნულების კომერციული სივრცეების მოსაწყობად გამოიყენებენ.
3. პოლირებული იატაკი - პოლირებული იატაკი წარმოადგენს თანამედროვე ინდუსტრიული თუ დეკორატიული ბეტონის იატაკების მოწყობის ყველაზე მოდერნიზებულ ფორმას და გააჩნია ძალიან ესთეტიური ვიზუალი, აქვს ფერების ფართო არჩევანი.
2. ტერაცოსა და ვეტრაცოს იატაკი - ეს ის შემთხვევაა როცა გვინდა ჩვენი ინტერიერი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გავხადოთ - იატაკის აღნიშნული ტიპები ხასიათდება გამორჩეული ესთეტიკურობით, ფერებისა და ორნამენტების მრავალფეროვნებით. შემადგენელ კომპონენტებს (შუშა, ქვა, მარმარილო) ნებისმიერი დიზაინერული კონცეფციის გადმოცემა შეუძლია, სწორედ ამიტომ ის პრემიუმ კლასის იატაკად მიიჩნევა.
და ბოლოს.. 1. მიკროცემენტი - ყველაზე თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინის იატაკი, რომელიც მუშავდება ხელით და წარმოადგენს ბოლო წლების ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს.
გაეცანით "ოლ-პი ჯგუფის" პორტფოლიოს და შეარჩიე სასურველი.