ჰორეკა სექტორის ობიექტები ხალხმრავლობით გამოირჩევა, ასეთ ობიექტებზე იატაკის მოწყობის სწორი ტექნოლოგია უნდა შეირჩეს.
ხარისხსა და გამძლეობასთან ერთად, ისეთ ობიექტებში როგორიც არის კაფე- რესტორანები, სასტუმროები და ა.შ. ვიზუალური მხარეც უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად არჩევანი ისეთ იატაკზე უნდა შევაჩეროთ, რომელსაც ყველა ეს თვისება ახასიათებს.
ჰორეკა სექტორისთვის განკუთვნილი იატაკის ძირითადი მახასიათებლები:
• ხანმედეგობა;
• მოვლის სიმარტივე;
• ვიზუალური ესთეტიკა;
• მდგრადობა მოცურების მიმართ;
• მდგრადობა ლაქების მიმართ.
იატაკის მოწყობის გავრცელებული მიმართულებები ჰორეკა სექტორითვის:
რის მიხედვით შევარჩიოთ იატაკი კონკრეტული ობიექტისთვის?
ამ შემთხვევაში ყველაზე გასათვალისწინებელი ფაქტორი სივრცის დანიშნულებაა: რისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული სივრცე, რამდენად დაიტვირთება ფეხით მოსიარულე ადამიანებით, როგორი იქნება იატაკს მიღმა ინტერიერი და ა.შ.
როგორც წესი ყველა დამკვეთვს განსხვავებული მოთხოვნა და მოლოდინი აქვს, ამიტომ მისი გადაწყვეტილებისთვის ინფორმაციის სწორად მიღება მნიშვნელოვანია, როგორც იატაკის თვისებებზე, ისე ხარისხსა და ხანმედეგობაზე.